ქსელის ბლოკის (Network Lock / NCK) მოხსნის სერვისი

ტელეფონის განბლოკვა — ქსელის კოდის მოხსნა ნებისმიერი ოპერატორისთვის

თუ თქვენი ტელეფონი მუშაობს მხოლოდ ერთი ოპერატორის SIM ბარათით, ის ალბათ დაბლოკილია ქსელზე (Network Lock / NCK). Unlocker.Ge გთავაზობთ ქსელის ბლოკის სწრაფ და უსაფრთხო მოხსნას — განბლოკვის შემდეგ შეძლებთ ნებისმიერი ოპერატორისა და ნებისმიერი ქვეყნის SIM ბარათის გამოყენებას.

ტელეფონის ქსელის ბლოკის მოხსნა — Network Unlock
ქსელის კოდით (NCK) დაბლოკილი მოწყობილობა

რა არის "ქსელის კოდი" (Network Lock, NCK)?

ეს არის სპეციალური კოდი, რომელსაც ოპერატორები წერენ მობილურ ტელეფონებში, რათა მოწყობილობამ მხოლოდ მათ ქსელში იმუშაოს და ვერ მოხერხდეს სხვა ოპერატორის სიმბარათის გამოყენება — ჩვეულებრივ ფასდაკლებული ან სესხად გაცემული ტელეფონების შემთხვევაში.

რატომ უნდა მოვხსნათ ქსელის ბლოკი?

📌 გაითვალისწინეთ: ქსელის განბლოკვა შესაძლებელია ოფიციალური კოდით (რომელსაც ჩვენ სწრაფად მოგაწვდით) ან პროგრამული წესით, თუ ოპერატორს საერთაშორისო კოდების ბაზაში მოწყობილობის კოდი ჩაგდებული არ აქვს. ეს ოპერაცია არ აზიანებს მოწყობილობას და არ შლის მონაცემებს — ტელეფონზე დაცული ინფორმაცია (ფოტოები, კონტაქტები) უცვლელი რჩება.

როგორ მიმდინარეობს პროცესი?

უმეტეს მოდელზე მომსახურება სრულდება 10-60 წუთში, ოპერატორისა და მოწყობილობის ტიპის მიხედვით.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავიგო, დაბლოკილია თუ არა ჩემი ტელეფონი?

ჩადეთ სხვა ოპერატორის SIM ბარათი — თუ ტელეფონი მოითხოვს „Network Unlock PIN"-ს ან წერს „SIM not supported"/"Invalid SIM", მოწყობილობა დაბლოკილია კონკრეტულ ოპერატორზე.

ზიანდება თუ არა ტელეფონი განბლოკვის დროს?

არა. ქსელის ბლოკის მოხსნა უსაფრთხო ოპერაციაა და არ შლის მონაცემებს, არ აზიანებს მოწყობილობის ფუნქციონალს.

მუშაობთ თუ არა ყველა ოპერატორის (T-Mobile, AT&T, Sprint) ტელეფონებზე?

დიახ, ვმუშაობთ ამერიკული და ევროპული ოპერატორების უმეტესობასთან — მოწყობილობის დათვალიერების შემდეგ დაგიდასტურებთ ზუსტ ვადასა და ღირებულებას.